ქესალოს საჯარო სკოლამ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა - დირექტორი ნურადინ ისმაილოვი კურსდამთავრებულებს დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს
14-07-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრა. 

სკოლა, დირექტორის, ნურადინ ისმაილოვის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს. მოსწავლეებიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. წარმატებით დაამთავრეს სკოლა მეთორმეტეკლასელებმა.სკოლას წელს ჰყავს 26 კურსდამთავრებული, მათგან 12 მოსწავლე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობს.

სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203