რგანის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „პლანეტ „Art-ები“ მასშტაბური კონკურსის ნახევარფინალისტი გახდა
13-07-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „პლანეტ „Art-ები“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ნახევარფინალისტია.

სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ. 

2020-2021 სასწავლო წლის ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

პანდემიის თანმდევი შეზღუდვების მიუხედავად, კონკურსის მონაწილე ეკოკლუბებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მონდომებითა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერია შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან  დისტანციური რეჟიმით გაიმართება.

ნახევარფინალის შედეგების მიხედვით, ფინალის მონაწილე სკოლების რაოდენობა გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ხუთი ეკოკლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი „ნერგი“ დააგროვა ფინალში ავტომატურად მოხვდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203