ყარაჯალის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალშია
13-07-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - legolas მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ნახევარფინალშია. 

2020-2021 წლების ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ. 

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან დისტანციური რეჟიმით გაიმართება.

სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203