ნავაზის საჯარო სკოლაში კონკურსი -„ჩვენ და მათემატიკა“ ჩატარდა
13-07-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის, სკოლის მეორე კლასში ჩატარდა კონკურსი - „ჩვენ და მათემატიკა“. მოსწავლეებმა მოისმინეს გამონათქვამები მათემატიკის შესახებ, იმუშავეს არითმეტიკულ მოქმედებებზე, ლოგიკურ ამოცანებსა და სხვადასხვა საკითხებზე. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებს სიგელები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს