ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კაპელიანი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებს
15-07-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქვემო სარალის საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა.
სკოლაში, მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში.
სკოლა, დირექტორ ნანა კაპელიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს და მუდმივად ზრუნავს საკუთარი მოსწავლეების მიღწევებისათვის. ასევე, სკოლაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს, რათა მოსწავლეებს უსაფრთხო გარემოში მიეღოთ სათანადო განათლება.
სკოლას წელს ექვსი კურსდამთავრებული ჰყავს, და ყველა მათგანია დარეგისტრირებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა კაპელიანი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უსურვებს ყველა მათგანს სასურველ უნივერსიტეტში ჩაებარებინოთ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 1 ივლისს და დასრულდება 20 ივლისს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს