ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
13-07-2021
ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანანო თვალაძე, ნია გოგლიჩიძე, ქრისტინე ფურცხვანიძე და მეგი ვეკუა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ქუთაისის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ. 

ქუთაისელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 9 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 81 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 12 ივლისს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქუთაისელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქალაქ ქუთაისის  მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხლეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203