ქუთაისის N29 სკოლის მოსწავლე მარიამ კენჭაძეს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კენჭაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. ქუთაისის დისტანციური კონკურსის მონაწილეს სიგელი გადაეცა.
ქუთაისელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 9 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 81 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 12 ივლისს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქუთაისელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქალაქ ქუთაისის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.