
ქუთაისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მიქაუტაძე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილოდვდა.
ქუთაისის დისტანციური კონკურსის მონაწილეს სიგელი გადაეცა.
ქუთაისელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 9 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 81 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 12 ივლისს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქუთაისელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქალაქ ქუთაისის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.