ღარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით აქციას შეუერთდნენ
13-07-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებებში.
სკოლა ამჟამად, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის გარემოს დაცვის თემატურ მიმართულების მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციას შეუერთდა.
სკოლის მოსწავლეებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს და უფროს ადამიანებს მსგავსი აქტივობით მაგალითიც მისცეს.
ღარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ასევე გამოიწვიეს ონის საჯარო სკოლა; შედეგად, ორივე სკოლის მოსწავლეებმა ერთად დაასუფთავეს მიმდებარე გარემო.
ღარის საჯარო სკოლა ამაყობს საკუთარი მოსწავლეების სამაგალითო საქციელიც. სკოლის დირექცია, იმედოვნებს მოსწავლეების ქმედება სხვა ადამიანებისთვის მისაბაძი გახდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს