ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „გიწვევთ ფინჯან ჩაიზე ლიტერატურაზე სასაუბროდ“ გაიმართა
13-07-2021
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისთვის ხშირად ეწყობა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები.

მოსწავლეებისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით ამჯერადაც ჩატარდა მორიგი საინტერესო შეხვედრა. ღონისძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ღია სივრცეში გაიმართა.

დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგმა, ქეთევან კუბლაშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა მე-9-მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა „გიწვევთ ფინჯან ჩაიზე ლიტერატურაზე სასაუბროდ“; ამჟამად საინტერესო ლიტერატურულ შეხვედრაზე განიხილეს ალ. კუპრინის ნაწარმოები „ძოწის სამაჯური“.

დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა, სწავლის განახლების შემდგომ მოსწავლეებს კვლავ შესთავაზებს საინტერესო და სახალისო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203