ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და პედაგოგს სერტიფიკატები გადაეცათ
13-07-2021
დაბა ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული უამრავი მოსწავლე სწავლობს.

სკოლა მუდმივად ზრუნავს საკუთარი მოსწავლეების წინსვლასა და განვითარებაზე.

ამჟამად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სკოლისთვის კიდევ ერთი სასიხარულო მოვლენა მოხდა.

შვედეთისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ წარმომადგენლობამ კონკურსში „შექმენი ეკოგმირი“ გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადასცეს:

  • ლუკა ლორია;
  • გუბაზ ჯინჭარაძე;
  • გიორგი ბერძენიშვილი;
  • მარიამ ხუხუნაიშვილი;
  • ელენე კალანდაძე.
ასევე სერტიფიკატი გადაეცა ბიოლოგიის წამყვან მასწავლებელს ციცინო სირაძეს.

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა საკუთარი მოსწავლეებისა და პედაგოგის ულოცავს მიღწეულ წარმატებას და იმედოვნებს, კიდევ მეტი მიღწევა ექნებათ თითოეულ მათგანს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203