მთისძირის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში გადავიდა
13-07-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ნახევარფინალშია.
მთისძირის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ.
2020-2021 წლების „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის“ პირველი ეტაპი დასრულდა.
ნახევარფინალები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან დისტანციური რეჟიმით გაიმართება.
სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს