გაიცანით, ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, წარმატებული პიანისტი - ანაიდ სტემაშოვა
13-07-2021
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლე, ანაიდ სტემაშოვა წარმატებული პიანისტია და საქართველოს სახელით არაერთხელ მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში;
მე-11ა კლასის მოსწავლე ანაიდ სტემაშოვა არის ფრანგული ფონდის SOS TALENT, მიშელ სონის, ელისო ბოლქვაძის ფონდის „ლირას" და ATKEN ARMENIAN (KANADA) სტიპენდიანტი.
სკოლის წარმატებული მოსწავლე ასევე გახლავთ „მომავლის ვარსკვლავის“ ხუთმაგი ლაურეატი, პირველი პრემიის ლაურეატი მერვე საერთაშორისო კონკურსის „როსინი 150-იტალია“, ვერცხლის მაკნატუნას მფლობელი. ახალგაზრდა პიანისტების მესამე საერთაშორისო კონკურსის GRAND PIANO COMPETITION (RUSEtI 2021) ლაურეატი და მაყურებლის სიმპათიის მფლობელი.
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლის ანაიდ სტემაშოვას მიღწევებით და უსურვებს კიდევ მეტ წარმატებას, რათა მრავალჯერ ესახელებინოს მშობლიური სკოლა და ქალაქი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს