გაიცანით, ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე, ნიჭიერი მხატვარი - ელენა ბიჩახჩიანი
13-07-2021

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლა კიდევ ერთ წარმატებულ და ნიჭიერ მოსწავლეს გვაცნობს, მე-11 კლასის მოსწავლე, ელენა ბიჩახჩიანს.

სკოლის წარმატებული მოსწავლე ნიჭიერი მხატვარი გახლავთ, რომლის ნამუშევრები უზადოდ და უნაკლოდ არის შესრულებული. 

ელენა ბიჩახჩიანი გარდა იმისა რომ შესანიშნავად ხატავს, ასევე არის სკოლის წარჩინებული და სამაგალითო მოსწავლე. იგი თავდაუზოგავი შრომით როგორც ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სწავლობს, ასევე დადის სამხატვრო სკოლაშიც.

ელენას თავისი შესანიშნავი ნამუშევრების წყალობით მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები.

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლა ამაყობს საკუთარი მოსწავლის ელენა ბიჩახჩიანის მიღწევებითა და ნიჭიერებით; უსურვებს კიდევ მეტ წინსვლას როგორც სასკოლო ცხოვრებაში ისე, მხატვრობაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203