ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი მშვიდ ვითარებაში წარმატებულად დასრულდა.სკოლაში ძალიან ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
სკოლა, ამჯერად კიდევ რამდენიმე წარმატებულ და სამაგალითო მოსწავლეებს გვაცნობს.
2020-2021 სასწავლო წელს სოფელ შრომის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ბექა შაიშმელაშვილი გამარჯვებულია შემდეგ კონკურსებში:
- ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ გამართულ ესეების კონკურსში;
- თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული;
- საპატიო მონაწილე - მწვანე ბანაკი ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის;
- კონკურსში „ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გენდერულ თანასწორობაზე“ და დაჯილდოვდა სერთიფიკატით და ფულადი პრიზებით.
ასევე, მეათე კლასის მოსწავლეები - ბექა შაიშმელაშვილი და რატი მუმლაძე მონაწილეობდნენ „წიგნის ფესტივალის“ ორგანიზატორის - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის მიერ გამართულ შემეცნებით ვიქტორინაში, სადაც მოიპოვეს პირველი ადგილი და გადაეცათ თასი.
მე-3 კლასის მოსწავლეები გიორგი ქუფარაშვილი და საბა ნატროშვილი დაჯილდოებულნი არიან სერტიფიკატებით.
შრომის საჯარო სკოლის პედაგოგები ამაყობენ მოსწავლეების გამარჯვებებით და უსურვებ კიდევ არაერთხელ ესახელებინოთ მშობლიური სკოლა.
იხილეთ ფოტოები: