„მასწავლებლები მიეჩვივნენ და კმაყოფილები არიან“- დილითის საჯარო სკოლის დირექტორი ტიგრან სარუხანიანი ელექტრონული ჟურნალის დანერგვაზე
12-07-2021

გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა. წელს საჯარო სკოლებს ელექტრონულთან ერთად, მატერიალური ჟურნალის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა მომავალი სასწავლი წლიდან მიდგომა იცვლება და ყველა სკოლა ვალდებული იქნება ელექტრონული ჟურნალი გამოიყენოს.

თუ როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის გარდამავალ ეტაპს და რამდენად მზად არის სკოლა მომავალი სასწავლო წლისთვის? ამ კითხვით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის დირექტორს, ტიგრან სარუხანიანს მივმართეთ.

დირექტორის თქმით, წელს ელექტრონულ ჟურნალში პედაგოგებმა საპილოტე რეჟიმში იმუშავეს. 

„სექტემბრიდან მატერიალური აღარ იარსებებს, წელს პედაგოგებმა საპილოტე რეჟიმში იმუშავეს, შესაბამისად, მიეჩვივნენ და ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა ისწავლეს, კმაყოფილები არიან“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ტიგრან სარუხანიანი ასევე ყველა კურსდამთავრებულს წარმატებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ 1 კურსდამთავრებული სომხეთის უმაღლეს სასწავლებელში აბარებს, 3 კი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203