ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
12-07-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მალე მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შენობაში ისწავლიან. პედაგოგები კი აღსაზრდელებს ცოდნას კომფორტულ სასიამოვნო გარემოში მიაწვდიან.
სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობა უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა;
სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სკოლაში შესვლას.
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღონ. თითოეული მათგანისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში სწავლა მოტივაციის მიმცემია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია