ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზიათხან სარდაროვი 2020-2021 სასწავლო წელს აფასებს
12-07-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლის დირექტორის, ზიათხან სარდაროვის შეფასებით კორონავირუსის პანდემიას ბავშვების სწავლის პროცესზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მიუხედავად ამისა სკოლა მათ ნრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს, დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეების ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის 10-15 მოსწავლის ცოდნა, რომლებმაც წელს სკოლა დაამთავრა დირექტორმა პირადად შეამოწმა და კმაყოფილი დარჩა მათი განათლების დონით.

ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ყველა აბიტურიენტს უსურვებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203