მოლაოღლის საჯარო სკოლის დირექტორი მახმუდ ნასიბოვი კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს
12-07-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს ცამეტმა მოსწავლემ დაამთავრა. თითოეულმა მე-12 კლასელმა წარმატებით დაასრულა საშუალო სკოლა.
კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები თეთრი მაისურებით მივიდნენ სკოლაში, სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს ერთმანეთს და სახალისო მოგონებები გაიხსენეს.
სკოლის დირექტორი, მახმუდ ნასიბოვი, წარმატებას და ნათელ მომავალს უსურვებს კურსდამთავრებულებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია