
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგეორარხის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრა.
სკოლა წელს 24-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა, რომლებიც სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 6 კურსდამთავრებული ამჟამად ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს.
სკოლის დირექტორი ფარმან გურბანოვი და პედაგოგები ყველა კურსდამთავრებულს წარმატებას, აბიტურიენტებს კი სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებენ.