ალგეთის N3 სკოლამ სასწავლო წელი ღირსეულად დაამთავრა - დირექტორი კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს
12-07-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაამთავრა. 

სკოლა, დირექტორის მამედ იუზბაშევის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან და უსაფრთხო სასწავლო გარემოს სთავაზობს. სკოლაში მთელი წლის მანძილზე ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვის და განათლების რეკომენდაციებს. 

სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს მე-12 კლასის 6 მოსწავლე. 

სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს კიდევ ერთხელ უსურვებს წარმატებას. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში წელს 12 პირველკლასელი დარეგისტრირდა, რომელთაც სკოლის დირექცია და პედაგოგები 15 სექტემბერს დიდი სიხარულით ელიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203