
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის პედაგოგი 38 წლის ხათუნა ქოჩორაშვილი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მასწავლებელი კორონავირუსს ემსხვერპლა.
სკოლა პედაგოგის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„უზომოდ დიდი და მტკივნეულია ახალგაზრდა, ნიჭიერი, უსაყვარლესი კოლეგის, მეგობრის, მასწავლებლის დაკარგვა ბოგვის სკოლის კოლექტივისთვის. რთულია შენზე წარსულში საუბარი ხათო. დაგიმკვიდროს უფალმა სასუფეველი ცათა, იქ სადაც მართალნი განისვენებენ...
ბოგვის სკოლა სამძიმარს უცხადებს შენს ოჯახს“,- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ეტალონი“ უთანაგრძობს სკოლას და ხათუნა ქოჩორაშვილის ოჯახს.