
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრა. სკოლის დირექცია მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოებაზე გამუდმებით ზრუნავდა და ჯანადაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავდა, შედეგიც სახეზეა სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაამთავრეს.
სკოლის დირექტორი აზარ გეიდაროვი etaloni.ge-თან 2020 -2021 სასწავლო წელს აფასებს.
„პანდემიას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, ონლაინ სწავლება არ გვქონია, შევძელით და სწავლება სკოლის კედლებში დავამთავრეთ. სკოლა არის საბაზო საფეხურის, ამიტომ წელს სკოლიდან სამი მეცხრეკლასელი გავაცილეთ, მოსწავლეებს ვუსურვებ ბევრ წარმატებას“,- აღნიშნავს დირექტორი.