გიულიბაღის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული დიდი სიყვარულით გააცილეს - სკოლის დირექტორი ნერსეს ოგანესიანს წარმატებას უსურვებს
12-07-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. 

სკოლა საბაზოა, წელს სკოლას საბაზო საფეხურის ერთი კურსდამთავრებული ნერსეს ოგანესიანი ჰყავს. ნერსეს ოგანესიანი სწავლას სხვა სკოლაში გააგრძელებს, ამიტომ მოსწავლე პედაგოგებმა და დირექციამ სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დირექტორი არეკნაზ გარიბიანი და პედაგოგები მოსწავლეს კიდევ ერთხელ ულოცავენ საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებას და წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლაში 2 პირველკლასელი დარეგისტრირდა, რომელთაც დირექცია 15 სექტემბერს დიდი სიხარულით ელოდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203