„ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები“ - ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი
12-07-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. მოსწავლეები მასწავლებლებს მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის, VIII კლასში ბიოლოგიაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო - „ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები“.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მაია ქორიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს. მერვეკლასელებმა მავნე ჩვევებისა და მათი მავნებლობის შესახებ ისაუბრეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია