
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაამთავრა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია. საბაზო სკოლას წელს მეცხრეკლასელი კურსდამთავრებული არ ჰყოლია. თუმცა პირველ კლასში 2 მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელთაც სკოლის დირექცია და პედაგოგები სექტემბერში დიდი სიხარულით ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ მცირერიცხოვნობის მოუხედავად პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში რთავენ და საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.