ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები მე-4 კლასის წამატებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ
12-07-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეები მე-4 კლასის წარმატებით დამთავრებისთვის დაჯილდოვდნენ. საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებს პირველმა მასწავლებელმ თეონა დონაძემ გზა დაულოცა და წარმატება უსურვა. 

„თითოეული ახალი საფეხური, ნიშნავს ახალ გამოწვევას, რომლის სწორად გააზრებასა და დაძლევაში უპირველესად განათლება გვეხმარება.

„პროგრესის“ მეოთხე კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, საინტერესო და ნაყოფიერი 4 წლისთვის მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელმა, პედაგოგმა თეონა დონაძემ და წარმატებები უსურვა მათ ახალ, და უფრო ფართო საფეხურზე გადასვლის წინ. პედაგოგმა სკოლის დირექტორთან, ნანა ჩარექიშვილთან ერთად, მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებისათვის მოსწავლეები დიპლომებით დააჯილდოვა.

ტრადიციულად, გაიჭრა საზეიმო ტორტი, ერთიორად ამაღელვებელი იყო თეთრ მაისურებზე ერთმანეთისათვის სამახსოვრო წარწერების დატოვება. 
ჩვენო ნიჭიერი და საყვარელო „პროგრესელებო“
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ დირექცია გისურვებთ იყოთ მუდამ პროგრესულები და კონკურენტუნარიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით“- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203