ნახშირღელის საჯარო სკოლაში ქორეოგრაფიული საღამო გაიმართა
12-07-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში ქორეოგრაფიული საღამო გაიმართა. სკოლის ანსამბლმა „ნაპერწიაკლმა“, დასკვნით გაკვეთილზე, დაუვიწყარი სანახაობა მოუწყო დამსწრე საზოგადოებას.

მოცეკვავე გოგო-ბიჭებმა ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს, რომელმაც გულგრილი არ დატოვა მაყურებელი. ღონისძიების შემდეგ, მამა დავითმა დალოცა ანსამბლი და წარმატება უსურვა მოცეკვავეებს.

„...დიახ, ეს ნახშირღელის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულ  ანსამბლ „ნაპერწკალის“ დასკვნითი გაკვეთილია...მამა დავითმა დალოცა ანსამბლი და კეთილდღეობა უსურვა მათ...და რა თქმა უნდა, თერჯოლის „მამაპაპურის“ , წყალტუბოს „კვამლის“ მუსიკოსებთან და ჩვენს ქორეოგრაფებთან  ერთად აღვნიშნეთ ეს ლამაზი დღე...“ - განაცხადა დირექციამ

იხილეთ ფოტოები :

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203