„ძვირფასო მასწავლებლებო მადლობას გიხდით გაწეული ღვაწლისთვის“- ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექციის მიმართვა პედაგოგებს 
12-07-2021

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა. 

სკოლის დირექციამ პედაგოგებს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ბედნიერი შვებულება უსურვა. 

„დასრულდა ტკბილ-მწარე მოგონებებით აღსავსე სასწავლო წელი... ძვირფასო მასწავლებლებო, სკოლის დირექცია მადლობას გიხდით ყველას გაწეული ღვაწლისთვის. ბედნიერ და ხალისიან შვებულებას გისურვებთ!“,- აღნიშნულია დირექციის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203