ქუთაისის N37 საჯარო სკოლის Iბ კლასმა izrune.ge-ს მომავლის კლასის ტიტული მოიპოვა. კლასის დამრიგებელი დალილა მუკბანიანი გახლავთ.
სკოლა I
ბ კლასის წარმატებით ამაყობს და მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
„გილოცავთ! ჩვენი სუპერკლასის პირველ ნაბიჯებს! წარმატებით გევლოთ! I
ბ კლასი, დალილა მუკბანიანი, 7-ჯერ გახდა თვის სუპერ კლასი“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
„მომავლის კლასი“ კი
izrune.ge-ს წამახალისებელი, უმაღლესი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით ენიჭება.