
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლა წარმატებულ სპორტსმენებს გვაცნობს:
მე-8ა კლასის მოსწავლე არტიუშ აივაზიანი, მის ასაკობრივ კატეგორიაში, 2021 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა კიკბოქსინგში. გარდა ამისა, მოსწავლე წარმატებით ასპარეზობს ძიუდოსა და კრივში.
არტურ არაქელიანმა, რომელიც ასევე მე-8ა კლასის მოსწავლეა, ჩემპიონობა მოიპოვა 2021 წლის საქართველოს მოსწავლეთა კრივში.
სკოლის დირექცია და კოლექტივი ულოცავს ჩემპიონობას მათ მოსწავლეებს და ულევ წარმატებას უსურვებთ მომავალში.
იხილეთ ფოტოები: