ფარცხანაყანევის N2 სკოლის საინჟინრო კლუბის წევრები პროგრამირების ენას ეუფლებიან - კლუბი მუშაობას აქტიურად აგრძელებს
12-07-2021
მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლაში არსებული საინჟინრო კლუბი, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას.
კლუბში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დრონების საფუძველზე ვიზუალური პროგრამირებით შეისწავლეს პროგრამირების საწყისები: ციკლები, ფუნქციები და ცვლადები.
მომდევნო ეტაპზე კი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ; ამჯერად, მე-5 კლასელები, ამ ეტაპზე კლუბს სკოლის კურსდამთავრებული, აკაკი ფერცულიანი უძღვებოდა.
ზაფხულის დასაწყისიდან სკოლა საქართველოს სხვა 25 სკოლასთან ერთად შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროექტს - „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელს“, რომლის ფარგლებშიც სკოლის მე-9-მე12 კლასის მოსწავლეები ეუფლებიან პოპულარულ პროგრამირების ენას - „პითონს“.
ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა მუდმივად არის ორიენტირებული მოსწავლეებს შესთავაზოს ინოვაციური სწავლის მეთოდები და ხელი შეუწყოს მათ წარმატებების მიღწევაში.
სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს და მათი თითოეული წარმატებული ნაბიჯით ამაყობს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია