
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის, მე-10ა კლასის წარჩინებული მოსწავლე არევიკ ხრიმიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კანდიდატია.
გარდა ამისა, ის 2021 წლის საერთაშორისო კონკურსის „დალის ულვაშის“ პირველი პრიზის მფლობელი გახდა, სადაც საერთაშორისო დიპლომი გადაეცა.
კონკურსი „დალის ულვაშის“ წევრები არიან მხატვრები: ჩინეთიდან, ესპანეთიდან, ამერიკიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან. აღსანიშნია, რომ არევიკ ხრიმანი თვითნასწავლი მხატვარია.
სკოლა ამაყობს მისი მოსწავლით და ულოცავს თითოეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები :