
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლაში მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე ნინი ზარნაძე სწავლობს.
ნინი, რომელიც გამორჩეულად მღერის, ცეკვავს, უკრავს, ხატავს და ქარგავს დიდი სურვილი აქვს გახდეს გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლე და ემსახუროს საქართველოს, როგორც ჯარისკაცი.
სკოლა მოსწავლით ამაყობს და დასახული მიზნისკენ წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.
„სკოლაში სწავლობს ნინი ზარნაძე, რომელიც გამორჩეულად მღერის, ცეკვავს ქორეოგრაფიულ ანსამბლში, უკრავს ფორტეპიანოზე, არის მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული, ხატავს და ქარგავს შესანიშნავად. ის ბევრ სასკოლო აქტივობაში აქტიურადაა ჩართული. არის წარმატებული მოსწავლე და დიდი სურვილი აქვს გახდეს გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლე და ემსახუროს საქართველოს, როგორც ჯარისკაცმა!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: