ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ბუთურიშვილი საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი ფინალისტია
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, ანი ბუთურიშვილი საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელების“ ფინალისტებს შორის მოხვდა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და პროექტის მონაწილეებს, მათ პედაგოგებსა და საჯარო სკოლის დირექტორებს „დიდგორელების“ სპონსორებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
მოსწავლის ხელმძღვანელი მანოლი აფციაური გახლდათ.
ახალი სამგორის საჯარო სკოლა ანი ბუთურიშვილსა და მის პედაგოგს მანოლი აფციაურს ამ წარმატებას დიდი სიყვარულით ულოცავს.
იხილეთ ფოტოები: