ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი საფეხბურთო შეჯიბრში მონაწილეობდა
12-07-2021
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა საფეხბურთო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გურიაში ჩატარდა.
ახალი ხიბულის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში მუდმივად არიან ჩართულნი.
სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს. კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში კი ერთ-ერთი მთავარი აქტივობა სწორედ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა.
მოსწავლე გოგონებს, საფეხბურთო შეჯიბრში სპორტის მასწავლებელი - კობა სოსელია ხელმძღვანელობდა.
ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა ამაყობს გოგონათა გუნდით და წარმატებებს უსურვებს როგორც მათ ისე, გუნდის ხელმძღვანელს, კობა სოსელიას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს