ქუთაისის N24 საჯარო სკოლას წელს სამი მედლის კანდიდატი ჰყავს - გაიცანით მედალოსნები
12-07-2021
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლას წელს მედალზე წარდგენილი სამი კანდიდატი ჰყავს.
სკოლას ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, რომელთა წინსვლა მშობლიური სკოლისთვის მუდამ სასიხარულო და საამაყოა.
წელს, სკოლის სამი კურსდამთავრებულიდან ორი - ანა გვაზავა და ლუკა მუშკუდიანი ოქროს მედალზე არიან წარდგენილნი, ხოლო ერთი მოსწავლე - მარიამ კალაძე ვერცხლის მედალზე.
ქუთაისი N24 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს სწავლის დასრულებას, განსაკუთრებით კი სამ მედალოსანს და უსურვებს კიდევ უფრო დიდ მიღწევებს. იმედოვნებენ რომ კურსდამთავრებულები ასევე, დიდი წარმატებით დაასრულებენ უნივერსიტეტებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს