ცოფის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა - მცირეკონტიგენტიანი სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს
09-07-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის ცოფის საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა; 

ცოფის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა მოსწავლეები და პედაგოგები მუდმივად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში.

სკოლა, დირექტორის, ნაბი აგაჯანოვის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან და უსაფრთო სასწავლო გარემოს სთავაზობდა. სკოლაში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიდნეს და საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებში რთავდნენ. 

საბაზო სკოლას წელს მე-9 კლასელები არ ჰყავდა, თუმცა, როგორც ცოფის საჯარო სკოლის დირექტორი, ნაბი აგაჯანოვი სიხარულით აღნიშნავს, წელს ათი პირველკლასელი დარეგისტრირდა.

სკოლა და პედაგოგები პირველკლასელებს სექტემბრიდან სიხარულით ელიან და მომავალ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ როგორც სწავლაში, ისე სასკოლო ცხოვრებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203