სახელმწიფო ბაღის მასწავლებლებს აცრას სთხოვს - პედაგოგებს შეტყობინებები უკვე დაეგზავნათ
11-07-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უკვე განაცხადა, რომ ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლები შემოდგომისთვის ორჯერადადაცრილები უნდა იყვნენ, მოგვიანებით კი ბაღის პედაგოგოებსა და ძიძებს შეტყობინებები დაეგზავნათ.
როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო საყოველთაო ვაქცინაციაში ჩართვისკენ საჯარო ბაღის პედაგოგებსა და ძიძებს მოუწოდებს. დასაქმებულებს კი შეტყობინების სახით უკვე მიუვიდათ ინფორმაცია ჩინური ვაქცინების: „სინოვაკის“ - „სინოფარმის“ შესახებ; შეტყობინებაში ისიც ეწერა, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს აცრა ურიგოდ შეეძლოთ, თუმცა პედაგოგების ნაწილი „ფაიზერის“ მოლოდინშია და ჩინური ვაქცინით აცრა არ სურთ.
მიზეზი მარტივია - მწარმოებლის მიმართ უნდობლობა, გარდა ამისა, ამ ვაქცინებს ევროპის რიგი ქვეყნები არ აღიარებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს