გაიცანით, ძველი აბაშის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები
09-07-2021

გაიცანით, აბაშის მუნიციპალიტეტის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეების რუბრიკაში სამი წარმატებული მოსწავლე: ნინო ხორავა, სალომე ნადარეიშვილი და ლიზი მაცაბერიძე. 

მოსწავლეებმა არაერთგზის ასახელეს სკოლა და აბაშის ხელოვნების სკოლა თავიანთი წარმატებული გამოსვლებით.

ნინო ხორავამ 20-25 მარტს გამართულ მე-7 ონლაინ  კონკურსზე „წლის ნორჩი ვირტუოზები“  I ადგილი დაიმსახურა, ხოლო სალომე ნადარეიშვილმა II ადგილი.

ნინო ხორავამ, სალომე ნადარეიშვილმა და  ლიზი მაცაბერიძემ 19 აპრილს მონაწილეობა მიიღეს კლასიკური მუსიკის მე-14 ეროვნული კონკურს-ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები“, სადაც ნინო ხორავამ  ლაურეატის საპატიო ტიტული  დაიმსახურა, ხოლო სალომე ნადარეიშვილი და ლიზი მაცაბერიძე დიპლომანტები გახდნენ.

ასევე, მათ 1 ივლისს მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს ხელოვნების ფესტივალში, რომელიც ტარდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია-II-ის პატრონაჟით. მოსწავლეები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

ძველი აბაშის საჯარო სკოლა ამაყობს საკუთარი მოსწავლეებით და იმედოვნებენ, კიდევ არაერთხელ ასახელებენ მშობლიურ სკოლას და კუთხეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203