წალენჯიხის N3 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ანდრია ჩხაპელიამ izrune.ge-ს მდგრადი მზაობის სერტიფიკატი მოიპოვა
09-07-2021
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ანდრია ჩხაპელიამ izrune.ge-ს მდგრადი მზაობის სერტიფიკატი დაიმსახურა.

ანდრიამ შემაჯამებელ ტესტში 100 ქულა მოიპოვა. 

მოსწავლემ ასევე წარმატებით გაიარა izrune.ge-ის პირველი საზაფხულო ტესტი - „​გაიცანი საქართველო“.

საზაფხულო ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203