ახალშენის N1 საჯარო სკოლა რეზო ჯაფარიძემ წარჩინებით დაამთავრა - ის ოქროს მედლის კანდიდატია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლას წელს ოქროს მედალის ერთი კანდიდატი ჰყავს - რეზო ჯაფარიძე. სკოლის დირექცია და პედაგოგები რეზოს სწავლის საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებას ულოცავენ და შემდგომ წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.