გაიცანით, ნაგარევის საჯარო სკოლის ორიგამის ხელოვნებით გატაცებული მოსწავლე იოანე ხუჯაძე
09-07-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მე-11 კლასის მოსწავლე იოანე ხუჯაძეს გვაცნობს.

იოანე ორიგამის ხელოვნებითაა გატაცებული, ასევე გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, განსაკუთრებით უყვარს მათემატიკა და ბიოლოგია, ის ასევე გატაცებულია მცენარეეების მოვლა-პატრონობით და დღეის მდგომარეობით, საკუთარ ეზოში აქვს ყვავილებისა და ხვადასხვა ხე-მცენარეების 2000-მდე სახეობა.

„იოანე აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობას ღებულობს სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში. აქტიურად ზრუნავს სკოლის ეზოს გამწვანებაზეც. 

იოანე ხუთშვილიანი ოჯახის პირველი წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე წარმოგიდგენთ მისი ორიგამის ნამუშევრების შემორჩენილ ერთადერთ ნიმუშს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203