სამღერეთის საჯარო სკოლაში არსებული ცეკვის ჯგუფი მარაბდობის დღესასწაულზე სხვადასხვა საცეკვაო ნომრით წარსდგა
09-07-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში არსებულმა ცეკვის ჯგუფმა „ლომისმა“ მარაბდობის დღესასწაულზე ცეკვა - „ფარცა“ და „სვანური“ შეასრულა. ცეკვის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი ადაძეა.

„1 ივლისს, მარაბდობის დღესასწაული აღინიშნა, რომელიც მიეძღვნა, ჩვენი გმირი წინაპრების, ასევე ლეგენდად ქცეული ქართველი დედისა და 9 ძმა ხერხეულიძის თავდადებულ ბრძოლას. აღნიშნული ღონისძიება სოფელ მარაბდაში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამღერეთის საჯარო სკოლაში არსებულმა ცეკვის ჯგუფმა „ლომისმა“ - ხელმძღვანელი გივი ადაძე, მოცეკვავეებმა შეასრულეს ცეკვა - „ფარცა“ და „სვანური“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203