
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის, მე-8ბ კლასი მოსწავლე შალვა ხერკელაძემ შემეცნებით-სპორტულ ვიქტორინაში - „ოლიმპიზმი სკოლებში“, ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.
საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების ბაზაზე ახორციელებს სასკოლო პროექტს - „ოლიმპიზმი სკოლებში“.
პროექტის მიზანია:პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა შემეცნებითი სპორტული ვიქტორინა, რომელიც ეტაპების სახით ტარდება.
თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელსაც მოცემულ კითხვებზე მეტი სწორი პასუხი ექნება გაცემული და პასუხი (მოცემულ დროში) პირველი დაფიქსირდება.
ვიქტორინის პირველი ეტაპი 20 მაისს გაიმართა. რეგიონების მიხედვით გამოვლინდა 99 მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
ხოლო ფინალურ ეტაპზე გასულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.