ღარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ
09-07-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში 1 ივნისთან, ბავშვთა დაცვის დღესთან, დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ, რომელიც ამ დღის შესახებ ინფორმაციის გადაცმას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ლობჯანიძე ესაუბრა, თუ საიდან და როგორ გაჩნდა ბავშვთა დაცვის დღე. ბატონმა გიორგიმ, მოსწავლეებს ასევე ბავშვთა უფლებების კონვენცია გააცნო. იხილეთ ფოტოები:
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია