ხიდისთავის საჯარო სკოლაში სპორტული შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
09-07-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში "ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში კომპლექსური, შემაჯამებელი შიდასასკოლო სპორტული ფესტივალი გაიმართა.
სკოლის მე-6- მე-5 კლასის მოსწავლეებს შორის „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ფიზიკური აქტივობის, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაციას. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ მხიარულ აქტივობაში.
„მადლობა სკოლის დირექციას, კლასის ხელმძღვანელს, თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის, “ - სპორტის მასწავლებელი გიგა ფრუიძე
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია