როლური თამაში და მოდელირებული სცენა - ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნებს საინტერესო აქტივობებითა და მეთოდებით სწავლობენ
09-07-2021

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნებს საინტერესო აქტივობებითა და მეთოდებით სწავლობენ. პედაგოგების მიზანია, მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტი გაიაზრონ და გააანალიზონ. სწორედ ამიტომ ბიზანტიის, ევროპელი ჯვაროსნებისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა როლები გაინაწილეს და მოდელირებული სცენა წარმოადგინეს.

„წარმატებით დავასრულეთ თემა ბიზანტიის, ევროპელი ჯვაროსნების და საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

მოდელირებულ კრებაზე ბიზანტიის იმპერატორ ალექსი პირველს ევროპელმა რაინდებმა მხარი დაუჭირეს. კლერმონის საეკლესიო კრება. 1095 წელი.

ბიზანტიის იმპერატორი ალექსი-ვახტანგ მეფარიძე.

რომის პაპი ურბან მეორე-მათე ზაქარიაძე.

ჰეროლდი - ნათია სოფრომაძე.

რობერტ მეორე ნორმანდიელი - ლუკა დიდი ფანჩულიძე.

რაიმონდ მეოთხე ტულუზელი - ვაჟა აბულაძე.

ჟან პიერ გალუა - ლუკა ფანჩულიძე.

ბოემონდ ტარანტელი, ტარანტოს გრაფი - ვოვა ფანჩულიძე.

ჰენრი აქვიტანიელი, აქვიტანიის ჰერცოგი - მათე ხოსიაშვილი.

უილიამ მეორე წითური, ინგლისის მეფე - ლილე ფანჩულიძე.

უგო პირველი ბურგუნდიის ჰერცოგი - ლაზარე პატარიძე.

გოდფრუა ბუიონელი - გიორგი აბულაძე.

P.S. ბოლოს კინომატოგრაფიაშიც ვცადეთ ბედი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203