ბერბუკის საჯარო სკოლაში პროექტი - „შაბათის სკოლა ინგლისურ ენაში“ წარმატებით დასრულდა
09-07-2021
გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა პროექტი - „შაბათის სკოლა 2021 ინგლისურ ენაში“. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, რა დროსაც მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
აღნიშნული პროექტი პედაგოგის, ციცი ბუზიაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა, რომელიც დადებითი ემოციებით იხსენებს პროექტში მონაწილე მოსწავლეებს.
„შაბათის სკოლა 2021 ინგლისურ ენაში დავასრულეთ! უღრმესი მადლობა ჩემს აქტიურ, ყურადღებიან ბავშვებს, მათ მშობლებს და ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდით მედგა და აღნიშნული აქტივობის განხორციელებაში მეხმარებოდა!“ - აღნიშნა პედაგოგმა ციცი ბუზიაშვილმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს