ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში სპორტული და სახელოვნებო ღონისძიება ჩატარდა
09-07-2021
დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და მხიარული აქტივობებით აღნიშნეს.

მოსწავლეების ჩართულობით დაიგეგმა და მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, სადაც ერთმანეთს მხიარული თამაშებით ეჯიბრებოდნენ. ასევე, მოეწყო ულამაზესი და უნიკალური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. საბოლოოდ, მოსწავლეებმა ასფალტზე ხატვის საინტერესო და სახალისო აქტივობაც მოაწყეს და თავიანთი სურვილები ნახატებში გამოხატეს.

დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა თითოეულ ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას უსურვებს.

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203